ABOUT US
ჩვენ შესახებ
ჩვენი ისტორია
ჩვენი მიზანია საქართველოს ბაზარზე ხელი შევუწყოთ ფიტნეს სფეროს განვითარებას პროფესიონალურად შექმნილი სპორტული დარბაზის დიზაინისა და საკონსულტაციო სერვისების მეშვეობით. ჩვენი დამფუძნებელია თორნიკე ქობულაშვილი, ფიტნეს სფეროს ექსპერტი 10+ წლიანი გამოცდილებით სპორტული დარბაზების მენეჯმენტში, დაპროექტებასა და პერსონალურ ტრენინგში. გარდა ამისა, თორნიკე არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფიტნეს ბრენდის, სნეპ ფიტნესის გენერალური მენეჯერი და წამყვანი სასწავლო ფიტნეს პროექტის, "სნეპ აკადემიის", დამფუძნებელი. მოცემულ სფეროში მის ათწლეულზე მეტ ყოვლისმომცველ გამოცდილებასთან ერთად, ჩვენ ვართ უნიკალური კომპანია ქართულ ფიტნეს ინდუსტრიაში.
ჩვენი მისია
ჩვენი მიზანია საქართველოში ფიტნეს ინდუსტრიის გარდაქმნა მაქსიმალურად მომგებიანი და პროფესიონალურად განვითარებული ფიტნეს პროექტების შექმნით. ჩვენთან პარტნიორობით, ბიზნესს შეუძლია მიიღოს ინფორმირებული და მომგებიანი გადაწყვეტილებები, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ საქმიანობას. ფიტნეს ბიზნესში ექსპერტთა კონსულტაციის ღრმა გავლენის წარმოჩენით, ჩვენ მიზნად ვისახავთ საზოგადოებაში გავაუმჯობესოთ ჯანმრთელობისა და ფიტნესის სტანდარტები.
ჩვენი ხედვა
საქართველოში ვიყოთ ნოვატორული ძალა ფიტნეს დიზაინსა და კონსულტაციაში, ფუნქციონალური, უსაფრთხო და ვიზუალურად მიმზიდველი სპორტული სივრცეების შესაქმენლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უახლესი სავარჯიშო ტენდენციების ინტეგრირება ტექნოლოგიებთან, რათა ბაზარს მივაწოდოთ სპორტული დარბაზების ინოვაციური დიზაინი, რომელიც გათვლილი იქნება მრავალფეროვან სეგმენტზე, მათ შორის ველნეს კლუბებზე, სასტუმროსა და კორპორატულ ველნეს სივრცეებსა და სახლის სპორტულ დარბაზებზე.
თუ გეგმავთ ახალი სპორტდარბაზის შექმნას ან გსურთ არსებული სივრცის განახლება და გაუმჯობესება, ფიტნეს კონსალტინგი საუკეთესო არჩევანია თქვენი დარბაზის მოსაწყობად, სადაც დაბალანსებული იქნება ესთეტიკა, ფუნქციონალურობა და მომგებიანობა.
ჩვენი დამფუძნებლები
ფიტნეს კონსალტინგის სათავეში დგას ჩვენი დამფუძნებელი, თორნიკე ქობულაშვილი, საქართველოში წამყვანი ფიტნეს პროფესიონალი, რომლის გამოცდილება და ცოდნა ფიტნეს სივრცეების დიზაინსა და მენეჯმენტში არის ჩვენი ინოვაციური მიდგომის საფუძველი.
თორნიკეს იტალიაში, მსოფლიოში წამყვანი სპორტული ბრენდის, ტექნოჯიმის ბაზაზე ფიტნეს სფეროში მიღებული აქვს დეტალური ცოდნა პრესტიჟული სერტიფიკატებით, მათ შორის MASTER TRAINER, SKILLMILL TRAINER, GROUP CYCLE TRAINER, DAP FUNCTIONAL TRAINER და FUNCTIONAL TRAINER. გარდა ამისა, ის არის სპორტის საერთაშორისო მეცნიერებათა ასოციაციის, ISSA-ს მიერ სერტიფიცირებული პერსონალური მწვრთნელი და დიდი ბრიტანეთის საჯარო კოლეჯისგან ფლობს "სპორტდარბაზის მართვისა და კონტროლის სერტიფიკატს". აღნიშნული კვალიფიკაცია ხაზს უსვამს მის ღრმა ცოდნას ფიტნეს მენეჯმენტის პრაქტიკულ და ადმინისტრაციულ ასპექტებში.
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული დარბაზების ქსელის, სნეპ ფიტნესის გენერალური მენეჯერის პოზიციასთან ერთად, როგორც ფიტნეს ბარების მენეჯერს, მას აქვს გამოცდილება ფიტნეს ბარების მენეჯმენტში, ოპერირებაში, მომარაგებასა და სისტემების გამართვაში. გარდა ამისა, თორნიკე არის სასწავლო ფიტნეს პროექტის “სნეპ აკადემიის” დამფუძნებელი და ლექტორი, რითაც ის ხელს უწყობს საქართველოში ფიტნეს მწვრთნელების განათლებას.
თორნიკეს მრავალფეროვანი უნარები უზრუნველყოფს, რომ თითოეული პროექტი დაფუძნებული იყოს ფუნქციონალურობაზე, აღჭურვილობის პრაქტიკულობასა და დარბაზის მენეჯმენტზე. მისი ხელმძღვანელობა ჩვენი კომპანიის წარმატების საწინდარია, რაც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ფიტნეს დარბაზები, რომლებიც არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველია, არამედ ოპტიმიზებულია ეფექტური ფუნქციონირების, უსაფრთხოებისა და თქვენი ბიზნესის მომგებიანობისთვის.
გაყიდვებისა და ფიტნეს ინდუსტრიაში 13-წლიანი გამოცდილებით, ჩვენი შედეგზე ორიენტირებული, კრიტიკული აზროვნების მქონე თანადამფუძნებელი, მიხაილ ჩხაიძე, ფიტნეს აღჭურვილობის საუკეთესო მწარმოებლებთან ერთად, ხელს უწყობს განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას. კომპანიის „ტექნოჯიმ საქართველო“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე 5-წლიანი გამოცდილებით, მიხაილი პასუხისმგებელია ჩვენი ბიზნესის სტრატეგიული და ოპერაციული ასპექტების ზედამხედველობაზე. აგრეთვე, იგი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის პროდუქტების, პროექტებისა და სერვისების თანმიმდევრულ მიწოდებას ჩვენი ძვირფასი მომხმარებლებისა და პარტნიორებისათვის.
მისი გამოცდილება მოიცავს მარკეტინგისა და გაყიდვების ეფექტური სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას, რასაც მოწმობს არაერთი წარმატებული პროექტი და მის მიერ წამოწყებული და მართული კამპანია. გარდა ამისა, ის გამოირჩევა მრავალფუნქციური გუნდების ლიდერობისა და მოტივირების მტკიცე უნარით. ამავდროულად, მიხაილს აქვს ურყევი ვალდებულება და მიდრეკილება, შეიძინოს ცოდნა ფიტნესის მუდმივად განახლებადი ინდუსტრიის შესახებ და შეისწავლოს ახალი, უნიკალური იდეები თქვენი ბიზნესისთვის. პროფესიონალური საქმიანობის მიღმა, მიხაილი არის ფიტნესის ენთუზიასტი, რომელიც არასდროს ტოვებს შესაძლებლობას, გაუზიაროს თავისი გატაცება სხვებს. მისი უმთავრესი მისიაა, გააძლიეროს და გააღვივოს ცალკეული ინდივიდების ჟინი, რათა მიაღწიონ საკუთარ მისწრაფებებს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას საქართველოში.
იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მიხაილი იყო „ტექნოჯიმის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი საქართველოს ფილიალში, კომპანიის მიერ ზედიზედ იქნა მიღწეული 2022 და 2023 წლებში დასახული მიზნები გაყიდვების მიმართულებით.