Rustavi Gym

ადგილმდებარეობა: რუსთავი, საქართველო.

ზომა: 1200 მ2.

ტიპი: კომერციული დარბაზი.

გაწეული სერვისები: კომპლექსური საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნა ბაზრის კვლევა, ბიზნეს მოდელის შემუშავება, კონცეფციის დაგეგმარება, ტრენაჟორების შერჩევა-განლაგების შემუშავება და საბოლოო შეძენა-მონტაჟი. პროექტის შედეგად, მოეწყო პრემიუმ კლასის დარბაზი, რომელიც მოიცავს ორ ჯგუფური ვარჯიშის ოთახს, ერთ ჰიბრიდულ ზონას, სპეციალურ GluteBuilder ზონას და Nike Strength-ის ფუნქციონალურ სივრცეს. კარდიო და ძალის ტრენაჟორები წარმოდგენილია ამერიკული Precor-ის პრემიუმ ხაზით. მომხმარებლის კომფორტისთვის, გასახდელებში ინტეგრირებულია მშრალი საუნები.