“ფიტნეს სოლუშენს” ქვემოთ ჩამოთვლილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც გულისხმობს უმაღლეს ხარისხსა და ექსკლუზიურ ფასებს.

PRECOR მსოფლიოში პრემიუმ ფიტნეს აღჭურვილობის მოწინავე მწარმოებელი ბრენდია, რომელიც 40 წელზეა მეტია, რაც ინოვაციასა და სრულყოფილებას გვთავაზობს.
ბრენდი მოიცავს კარდიო და ძალისმიერი აღჭურვილობის სრულ ასორტიმენტს.
იქნება ეს კომერციული სავარჯიშო დარბაზი, კორპორატიული ველნეს ცენტრი, სასტუმროს ფიტნეს სივრცე თუ სახლის სავარჯიშო დარბაზი, პრეკორი ყველანაირ ფიტნეს მოთხოვნაზე მორგებულ გადაწყვეტას გთავაზობთ.
პროდუქტები გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებით, ერგონომიული დიზაინით, გამძლეობითა და პერფორმანსით. პრეკორის ტრენაჟორები ფოკურსირებულია ბიომექანიკაზე, რაც უზრუნველყოფს, რომ თითოეული ვარჯიში იყოს ეფექტიანი და უსაფრთხო ყველა ფიტნეს დონის მომხმარებელთათვის.

GLUTEBUILDER მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდია საჯდომის ინოვაციური ტრენაჟორებით, რომლებიც შექმნილია საჯდომის კუნთების მაქსიმალური განვითარებისთვის და ფორმირებისთვის.
ერგონომიული დიზაინითა და მოწინავე ტექნოლოგიით, ბრენდის ტრენაჟორები უზრუნველყოფენ კუნთის ოპტიმალურ აქტივაციას, რაც ვარჯიშს განსაკუთრებულად ეფექტურს ხდის.
GLUTEBUILDER აერთიანებს ზუსტი ბიომექანიკის და უნიკალური მახასიათებლების მქონე ექვსი დანადგარის შეუდარებელ კომბინაციას, რომლებიც მრავალმხრივ რეგულირებასა და სავარჯიშო ვარიაციების საშუალებას იძლევა.

Stages Cycling გამორჩეული კომპანიაა ველოსიპედების ინდუსტრიაში, რომელიც ცნობილია თავისი მოწინავე ტექნოლოგიით და ერთგულებით მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
Stages Indoor Cycling არის Stages Cycling-ის ცალკე მიმართულება, რომელიც ფოკუსირებულია სპინინგის ველოსიპედებზე. ბრენდი მოწინავე ტექნოლოგიითა და მაღალი ხარისხის აღჭურვილობთ გვთავაზობს გარე ველორბოლის გამოცდილებას შიდა სივრცეებში.
Indoor Cycling ველოსიპედები იმეორებენ გარე ველოსიპედის შეგრძნებებსა და პერფორმანსს. ძირითადი მოდელები მოიცავს Stages SC სერიის ველოსიპედებს, რომლებსაც აქვთ დინამიკური რეგულირების სისტემა, ზუსტი წინააღმდეგობის კონტროლი და ერგონომიულად შემუშავებული კონფიგურაცია, რომელიც შეესაბამება სხეულის სხვადასხვა ტიპებს და სპინინგის სტილს.

Assault Fitness ფიტნეს ინდუსტრიაში ცნობილი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება მაღალი ინტენსივობის, ფუნქციონალური პროდუქტების დიზაინსა და შექმნაში. კომპანიამ ბაზარზე ნიშა დაიკავა ფიტნეს აღჭურვილობისადმი ინოვაციური მიდგომით, რომელიც ფოკუსირებულია გამძლეობაზე, ეფექტურობასა და მომხმარებლების ჩართულობაზე.
Assault Fitness-ის აღჭურვილობა გამოირჩევა ეკო-მეგობრულობით – მაგალითად, ფუნქციონალური სარბენი ბილიკი AirRunner სრულიად მექანიკურია და იყენებს მხოლოდ მომხმარებლისგან მოწოდებულ ენერგიას.
გამძლეობა - პროდუქცია შექმნილია იმისათვის, რომ გაუძლოს მძიმე, ხშირ გამოყენებას და პოპულარულია კროსფიტის, კომერციულ და სახლის დარბაზებში. Assault-ის ფიტნეს აღჭურვილობის გამორჩეული გამძლეობა მათ გრძელვადიან ინვესტიციად აქცევს.
პროდუქციას განსაკუთრებულ უპირატესობას კარდიო ვარჯიშების მოყვარულები ანიჭებენ, რადგან აღჭურვილობის დიზაინი ხელს უწყობს მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშს (HIIT), რომელიც ცნობილია ცხიმის წვისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებით.

Manduka არის გლობალურად აღიარებული ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის იოგას მატებში, აქსესუარებში, ტანსაცმელსა და დამხმარე საშუალებებში. ის დაარსდა იოგას ინსტრუქტორის მიერ და შეიქმნა პროფესიონალი პრაქტიკოსების საჭიროებების გათვალისწინებით. დღეს Manduka მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სტუდიისა და იოგას მასწავლებლის რჩეული არჩევანია.
ბრენდი დაფუძნებულია კალიფორნიაში, აშშ-ში, და ცნობილია თავისი ლეგენდარული PRO სერიის იოგას მატებით, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, შესანიშნავი მოჭიდებითა და სახსრების დაცვის უნარით. Manduka დიდ ყურადღებას აქცევს მდგრადობას, და იყენებს ეკო-მეგობრულ მასალებს, მათ შორის ბუნებრივ რეზინს, არატოქსიკურ ქაფს და გადამუშავებულ ქსოვილებს.
იოგას ბლოკებიდან და ქამრებიდან დაწყებული, bolster-ბალიშებით, მატების საწმენდებითა და სპორტული ტანსაცმლით დასრულებული, Manduka გთავაზობთ სრულ გადაწყვეტას როგორც სტუდიური, ისე სახლის პირობებში პრაქტიკისთვის. აქ პროდუქცია აერთიანებს მაღალ ფუნქციურობას, კომფორტს და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.
მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილებით, Manduka აგრძელებს ინოვაციაზე, ხარისხზე და იოგას გლობალურ საზოგადოებაზე ზრუნვას.

WATERROWER | NOHRD
WATERROWER | NOHRD გერმანული ბრენდია, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციას და გამორჩეულია ესთეტიკური სილამაზით. პრემიუმ ფიტნეს აღჭურვილობის ფართო ასორტიმენტით, ფუნქციონალურობის, ესთეტიკისა და გამძლეობის შერწყმით, ბრენდის მიზანია შთააგონოს და მოტივაცია მისცეს თითოეულ მომხმარებელს, გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ნორდი გთავაზობთ სრულყოფილ ფიტნეს გადაწყვეტილებებს, იქნება ეს მთლიანი სხეულის ინტენსიური ვარჯიშები, თუ გამძლეობის გაზრდა.
უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციური დიზაინის გაერთიანებით, WATERROWER | NOHRD ქმნის ფიტნეს აღჭურვილობას, რომელიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე და პრეფერენციებზე.
NOHRD-ის ყველა აღჭურვილობა დამზადებულია ნამდვილი ხისგან და ნატურალური ტყავისგან და იდეალურად ერწყმის თქვენს სახლსა და თანამედროვე ფიტნეს დარბაზებს.

Eleiko სახელგანთქმულია ძალოსნობის, ძალისმიერი სამჭიდისა და ძალისმიერი ვარჯიშის აღჭურვილობის სამყაროში, რომელიც გამოირჩევა ხარისხის, ინოვაციებისა და გამძლეობისადმი ერთგულებით.
შვედური ბრენდი ელეიკო დაარსდა 1957 წელს და დღესდღეობით მსოფლიოში ძალისმიერი ვარჯიშის აღჭურვილობის წამყვანი მიმწოდებელია, რომელიც ემსახურება პროფესიონალ სპორტსმენებს, ფიტნესის მოყვარულებს და კომერციულ დარბაზებს.
Eleiko-ს პროდუქცია ცნობილია თავისი განსაკუთრებული ხარისხითა და ოსტატობით. მაგალითად, თითოეული შტანგა დამზადებულია სპეციალურად შემუშავებული ფოლადისგან და გადის მკაცრ ტესტირებას, რათა დააკმაყოფილოს მსოფლიო სტანდარტები.
ბრენდი მაღალი სანდოობით გამოირჩევა საერთაშორისო სპორტში - მას იყენებენ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონატებში. ეს გლობალური აღიარება ხაზს უსვამს მის რეპუტაციას ხარისხსა და საიმედოობაში.

ინოვაციებსა და ხარისხზე დაფუძნებული REP Fitness არის ამერიკული წამყვანი ბრენდი ძალისმიერი და ფუნქციონალური ვარჯიშის აღჭურვილობაში. თავისი პრემიუმ კლასის რეკებით, წონებითა და აქსესუარებით, REP შექმნილია მათთვის, ვინც საუკეთესო ხარისხს ეძებს როგორც სახლის, ასევე კომერციული დარბაზისთვის.
ბრენდის პროდუქცია მოიცავს ძალისმიერი ვარჯიშის აღჭურვილობის სრულ სპექტრს, რომელიც შექმნილია როგორც გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის, ისე სახლის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ მოქნილ და გამძლე გადაწყვეტილებებს.
REP-ის ტრენაჟორები მარტივად ერგება სივრცეს და შესაძლებელია მისი გაფართოება ნებისმიერ ეტაპზე.
REP-ის გამორჩეული პროდუქტი, ARES, არის სრული კაბელიანი სისტემა, რომელიც აერთიანებს 10-ზე მეტ ტრენაჟორს ერთ მოდულში. მისი მძლავრი და დახვეწილი დიზაინი იძლევა ასობით ვარჯიშის შესრულების შესაძლებლობას - ძალის, მობილურობის და სტაბილურობის გასაუმჯობესებლად, რაც ARES-ს აქცევს იდეალურ არჩევანად ნებისმიერი სივრცისთვის.

BenchK ინოვაციური შვედური კედლების წამყვანი ბრენდია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ავეჯის ესთეტიკასა და მაღალი ხარისხის პროფესიონალურ სპორტულ აღჭურვილობას.
ბრენდის მინიმალისტური დიზაინი და მრავალფეროვნება იდეალურია სხვადასხვა სახის გამოყენებისთვის – სახლისთვის, ოფისისთვის, სკოლებისა და რეაბილიტაციის ცენტრებისთვის, რაც მომხმარებლებს ყოველდღიურ რუტინაში ფიზიკური აქტივობის ჩართვის საშუალებას აძლევს.
აღჭურვილობა დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან, როგორიცაა მუხის ხე და ფოლადი, და შეესაბამება ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს როგორც გამძლეობას, ასევე უსაფრთხოებას.

Digilock ფიტნეს ინდუსტრიაში მაღალტექნოლოგიური ელექტრონული საკეტებისა და საკეტი სისტემების ლიდერი მწარმოებელია, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი სტილით, მაქსიმალური კომფორტით და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით.
პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ელექტრონულ და მექანიკურ საკეტებს, რომლებიც იმართება ღილაკებიანი პანელით, RFID ტექნოლოგიით ან მობილური წვდომით, რაც აკმაყოფილებს სხვადასხვა გარემოს სპეციფიკურ საჭიროებებს და მომხმარებლის პრეფერენციებს.
Digilock თავის პროდუქციაში მუდმივად აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს უსაფრთხოებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
შექმნილია მომხმარებელთა მიერ მარტივად გამოყენებისთვის, რაც მათ ხელმისაწვდომს ხდის ყველა ასაკისა და ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანებისთვის.

TRYON ესპანური ბრენდია, რომელიც ბოლო 15 წელია ოპერირებს ფიტნეს ბაზარზე და სპეციალიზებულია პროდუქტის დიზაინსა და განვითარებაში.
Tryon გვთავაზობთ ინვოაციურ სახელურებს "Ergosense"-ს, რომელიც უზრუნველყოფს ხელების თავიდანვე ერგონომიულად სწორ პოზიციაში მოთავსებას, რაც საშუალებას გაძლევთ ივარჯიშოთ უფრო ეფექტურად და შეინარჩუნოთ სწორი პოზიცია ვარჯიშის დროს.
Ergosense უზრუნველყოფს თითებზე, მაჯასა და მხრებზე ნაკლებ სტრესს და დაძაბვის რისკს და ოპტიმალურად გადასცემს ძალისხმევას ვარჯიშის დროს კუნთების უფრო მეტი იზოლაციის მისაღწევად.
სახელურები გამოუცდელ მომხმარებელს ეხმარება ვარჯიშის დროს ხელების სწორად განლაგებაში და ტრავმის თავიდან აცილებაში.

FIT INTERIORS-ის სერვისები მოიცავს ფიტნეს და სპა სივრცეების დიზაინის შექმნას და მისი შემადგენელი კომპონენტების შესრულებას, როგორებიცაა: ავეჯი, სარკეები, ლოქერები, სეიფები, რეცეფციის სამუშაო ზონა, ბარი, ლაუნჯის მისაღები სივრცე, გასახდელი ოთახის სკამები, საშხაპე და ტუალეტის კაბინები, მოსაწესრიგებელი თაროები და სხვა.
ინტერიერის დიზაინის შექმნის გარდა, ბრენდი თავად აწარმოებს პროექტში გამოყენებულ თითოეულ დიზაინის ელემენტს.
40 წელზე მეტი გამოცდილებით, Fit Interiors მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიტნესისა და ველნესის სექტორში გამოირჩევა იტალიური დიზაინითა და წარმოების ხარისხით, რომელიც ფოკუსირებულია მომხმარებლის კონკრეტულ საჭიროებებზე.
ბრენდი ემსახურება სხვადასხვა ინდუსტრიებს: ფიტნესი, სპა, ველნესი, საცურაო აუზები, სასტუმროები, კლინიკები, სკოლები, მუზეუმები და კომპანიების სათავო ოფისები.
Fit Interiors იტალიაში ლიდერი მწარმოებელია ზემო აღნიშნულ სექტორებში და დამკვიდრებულია მთელ ევროპასა და საზღვარგარეთის ბაზრებზე.

Bendispilates პილატესის აღჭურვილობის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ერგონომიული დიზაინით და არის 100% ხელნაკეთი. ბრენდი ფოკუსირებულია ბიომექანიკასა და კინეზიოლოგიაზე – მათი აღჭურვილობა შექმნილია, რომ იყოს როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკურად მიმზიდველი. პროდუქცია განკუთვნილია როგორც პილატესის სტუდიებისთვის და ფიზიოთერაპიის ცენტრებისთვის, ასევე სახლში გამოყენებისთვის. Bendis Pilates ცნობილია რეფორმერებით, Cadillac აპარატებით და სხვა მრავალფეროვანი აღჭურვილობით.
პილატესის თითოეული აღჭურვილობა შექმნილია მრავალფეროვანი ვარჯიშების კომფორტულად და მარტივად შესასრულებლად. 10 წელზე მეტი გამოცდილებით, ბენდისპილატესი სახელგანთქმულია 40-ზე მეტ ქვეყანაში და უპირატესობით სარგებლობს ფიტნეს და ფიზიოთერაპიის ცენტრებში.

InBody არის გლობალურად აღიარებული ლიდერი ბრენდი სხეულის შემადგენლობის ანალიზის ტექნოლოგიებში, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და არაინვაზიურ მეთოდს ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებლის, მათ შორის სხეულის ცხიმის, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის და წყლის გადანაწილების გასაზომად.
InBody აპარატები გამოირჩევა მონაცემთა სიზუსტით – ტესტი მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო საშუალებას წარმოადგენს ფიტნეს და სამედიცინო სპეციალისტებისთვის, რათა განსაზღვრონ მომხმარებლის მეტაბოლური სტატუსი და მთლიანი სხეულის შემადგენლობა.
InBody-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს სეგმენტურ ანალიზს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნახოს, როგორ არის გადანაწილებული კუნთები და ცხიმი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მსგავსი დეტალური მონაცემები გადამწყვეტია ფიტნეს პროგრამების ან სამედიცინო მკურნალობის პროგრესის მეთვალყურეობის დროს.
გარდა ამისა, მოწყობილობის სისტემური პროგრამა ინახავს მონაცემებს, რაც ჯანმრთელობის ცვლილებების დინამიკაში დაკვირვების საშუალებას იძლევა.
InBody-ს სადიაგნოსტიკო მოწყობილობები გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით ფიტნეს დარბაზებსა და კლინიკებში.

Wellness USA არის გლობალური ლიდერი წითელი და ინფრაწითელი შუქით თერაპიის სფეროში 35 წელზე მეტი გამოცდილებითა და 100-ზე მეტი პატენტით.
ბრენდი ქმნის მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ აღჭურვილობას სავარჯიშო დარბაზებისთვის, სპა სივრცეებისთვის, ველნეს ცენტრებსა და აღდგენითი თერაპიის დაწესებულებებისთვის.
Wellness USA-ს ასორტიმენტი მოიცავს მაღალტექნოლოგიური წითელი და ინფრაწითელი შუქით თერაპიის მოწყობილობებს, მათ შორის ველნეს კაფსულებს, საწოლებს, საუნებსა და მრავალფუნქციურ აღდგენით სისტემებს.
Wellness USA-ს მოწყობილობები იდეალურად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს აღდგენაზე, სტრესის შემცირებასა და ზოგად ველნესზე – და ამიტომ არის საუკეთესო არჩევანი პრემიუმ დონის ველნეს სივრცეებისთვის.

CET CRYOSPAS არის კრიოთერაპიის გადაწყვეტების წამყვანი მომწოდებელი და სპეციალიზებულია ყინულის აბაზანებში, რომლებიც შექმნილია ორგანიზმში აღდგენითი პროცესების გასაძლიერებლად, დაღლილობის შესამცირებლად და ტრავმის თავიდან ასაცილებლად.
დღესდღეობით ბრენდის ინოვაციურ გადაწყვეტებს იყენებენ ელიტარული სპორტსმენები და სპორტული გუნდები მთელ მსოფლიოში, მათ შორის AC Milan, Bayern Munich, Manchester United და Toronto Blue Jays.
CET CryoSpa თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს აღდგენით პერიოდს და ხელს უწყობს რბილი ქსოვილების დაზიანებების მკურნალობას, რაც მას პროფესიონალური სპორტული მედიცინის განუყოფელ ნაწილად აქცევს.
CET ემსახურება კლიენტებს 40-ზე მეტ ქვეყანაში და მათ პროდუქციას ენდობა საუკეთესო სპორტული გუნდები, სამხედროები და სამედიცინო პროფესიონალები.
ყინულის აბაზანები აღჭურვილია მაღალი სპეციფიკაციების ფილტრაციის სისტემებით, ციფრულად კონტროლირებადი გამაცივებელი აპარატებით და რეგულირებადი ჰიდროსტატიკური წნევის ჭავლებით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ მუშაობას და მარტივად გამოყენებას.